2023 წლის 20 ოქტომბერს DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ეგიდით თსუ-ს პირველ კორპუსში ჩატარდა შეხვედრა თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგენსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიცინის ფაკულტეტის ვიცე-დეკანმა, პროფ. მედ. დოქტორმა ჰანს იურგენ შლიცმა და DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომლებმაც აუდიტორიას წარუდგინეს
მოკლე პრეზენტაცია გერმანიაში გაცვლითი პროგრამების შესახებ.
რეგენსბურგის ქირურგიული კლინიკის დირექტორმა და რეგენსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიცინის ფაკულტეტის ვიცე-დეკანმა, პროფ. მედ. დოქტ. ჰანს იურგენ შლიტმა წაიკითხა ლექცია "Innovations in liver surgery and transplantation", პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ ლექცია “EM of corrosion casts in research of biliary pathways – the findings and perspectives”, კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ლევან გოგიჩაიშვილმა ლექცია ,,Fostering Excellence: Regensburg University Clinic's Impact on Transplantology and Surgical Oncology in Georgia’’.
შეხვედრას ესწრებოდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. მაია ბიწკინაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.